NBA-ს პლეი-ოფში „ინდიანა პეისერსი“ მიჯრით მესამედ დამარცხდა და ძალიან ახლოსაა სეზონის დასრულებასთან. ნეიტ მაკმილანის გუნდმა „მაიამი ჰიტთან“ ისევ წააგო, ამჯერად 115:124 და სერიაში 0:3 ჩამორჩა.
ნდობა ისევ არ გამოუცხადეს გოგა ბითაძეს, ქართველ ცენტრს პლეი-ოფში ჯერ წუთიც არ უთამაშია და დებიუტის მოლოდინშია.
პარკეტზე საუკეთესო მალკომ ბროგდონი იყო, რომელმაც 34 ქულა, 14 პასი და 7 მოხსნა მიითვალა, თი ჯეი ვორნემა კი 23 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. „მაიამის“ რიგებში ჯიმი ბატლერი (27 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი) და გორან დრაგიჩი (24 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი) იყვნენ საუკეთესოები.
სერიის მეოთხე მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება და „ინდიანა“ დამარცხების შემთხვევაში სეზონს დაასრულებს.