ფეხბურთი

11:08 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები არ თამაშობენ, "გენტს" ქულაც სანატრელი აქვს

ბელგიური „გენტისთვის“ სეზონი საშინლად დაიწყო, ვერც იეს თორუპის ლასლო ბოლონით ჩანაცვლებამ გამოიღო შედეგი და ზედიზედ მესამედ წააგო.

ამჯერად, სტუმრად „ანტვერპენთან“ 0:1. გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას ისე არ უთამაშიათ, განცხადშიც არ იყვნენ. იუპილერ ლიგაში უკვე სამი ტური მიილია და არცერთი ჩვენებური წუთითაც არ გამოჩენილა მოედანზე.

პარალელურად, „გენტი“ მძიმე დღეშია, შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი სამ ტურში უქულოდ დარჩა და ბოლო ადგილზეა.

0.111888