იტალიაში საკალათბურთო სეზონი ქვედა დივიზიონების მატჩებით გაიხსნა. რანგით მე-3 ლიგა “ა2 სილვერში” გიგა ჯანელიძის (სიმაღლე 199 სმ.) “როზეტო შარქსი” “პროჯერ პალაკანესტრო კიეტის” ესტუმრა და 70:78 დამარცხდა.
19 წლის ქართველი ფორვარდი გუნდის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:00 წუთში 7 ქულა და 7 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) მოაგროვა. ჯანელიძემ 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
მოედანზე არ გამოჩენილა ნიკა მეტრეველი, რომლის “ჯივოვა ნაპოლიმაც” მე-2 ლიგა “ა2 გოლდში” ქართველის ერთ-ერთ ყოფილ კლუბ “ფერენტინოსთან” 69:75 წააგო. ნიკა განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში ჩართვის საშუალება არ მისცემია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი მწვრთნელია ჟარდიმი მილანს გამოადგება
ყოველ წელს უყიდიდნენ წამყვან ფეხბურთელებს, არადა მაგარი მწვრთნელია
რომელიმე რუსულ გუნდს ჩაუდგება სათავეში.