ფეხბურთი

1:47 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ჭაბუკთა ლიგის ფინალში „რეალი“ „ბენფიკას“ შეხვდება

მადრიდის „რეალმა“ უეფას ჭაბუკთა ლიგის (19 წლამდე ფეხბურთელები) ნახევარფინალში „ზალცბურგს“ 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც „ბენფიკას“ შეხვდება.

ლისაბონელებმა მანამდე „აიაქსს“ 3:0 სძლიეს.

საინტერესოა, რომ ჭაბუკ რეალელთა მწვრთნელი, „სამეფო კლუბის“ ლეგენდა რაულია.

ფინალი 25 აგვისტოს, შვეიცარიულ ნიონში გაიმართება, მაყურებლების გარეშე.

„ბენფიკა“ მეორედ ითამაშებს ტურნირის ფინალში. პორველად ეს პორტუგალიელებმა სადებიუტო გათამაშებაში მოახერხეს, 2013-14 წლების სეზონში, როცა „ბარსელონასთან“ 0:3 დამარცხდნენ.

„რეალი“ გადამწყვეტ მატჩში პირველად იასპარეზებს.

0.114863