ფეხბურთი

23:48 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: „ბოატენგის ამბავს ბოლო ვარჯიშის შემდეგ გავარკვევ“

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს ჯერომ ბოატენგისა და ბენჟამენ პავარის შესახებ გაუზიარა აზრი, რომლებსაც მცირე ტრავმები აწუხებთ.

„ბოატენგს ველაპარაკე. დღეს ივარჯიშებს. ბოლო ვარჯიშსაც დაველოდები, გუნდსაც დაველაპარაკები და გადავწყვეტ.

სასიამოვნოა, რომ პავარიც ჩვენთანაა. ის 100 პროცენტით მზადაა. მაგრამ, ერთხელ კიდევ შევამოწმებთ.“ - ციტირებს კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდი ფლიკის სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108354