ფეხბურთი

18:49 | 22.08.2020 | ნანახია 965 - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთში "მაკრატელა" გაიტანა (+VIDEO)

ყაზახური „კაისარის“ ქართველმა ფეხბურთელმა ელგუჯა ლობჯანიძემ სეზონი საოცარი გოლით განაახლა. ყაზახეთში ჩემპიონატი მარტის შემდეგ განახლდა და ჩვენებურის გუნდმა შინ „ჟეტისუ“ 1:0 დაამარცხა.

ლობჯანიძემ შეუცვლელად ითამაშა და მატჩის გმირი გახდა. გოლიცაა და გოლიც - ელგუჯამ 75-ე წუთზე „მაკრატელა“ გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

მიმდინარე სეზონში ლობჯანიძემ მეოთხე მატჩში მესამე გოლი გაიტანა, „კაისარი“ კი 10 ქულით მესამე საფეხურზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ყაზახურ გუნდს ოთხი თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც სამი მოიგო და ყველა 1:0 - სამივე შემთხვევაში გამარჯვების გოლი ლობჯანიძის ანგარიშზეა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:09 | 22.08.2020
araza-1918 (6330)

ქვილითაია ლობჟანიშე კაჭარავა ზივზივაძე ასეთი მწირი პოტენციალი

22:52 | 22.08.2020
giosvani (838)

რატო კვარაცხელიასაც შეუძლია თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში. ჩაკვე მარცხნივ ან გამთამაშებელზე და მარცხნივ ოქრიაშვილი. მარჯვნივ შენგელია ან ყაზაიშვილი.შუაში საკმაო არჩევანია კვილია კანკავა კიტეიშვილი აბურჯანია პაპუნაშვილი ნინუა ანანიძე და კიდევ არიან ბიჭები ვინც უკეთეს ფორმაში შეხვდება და ტაქტიკას მოერგება დააყენებს არანაირი დეფიციტი არ გვაქვს მე კიდევ გამომრჩა ბევრი ლობჟანიძე არაბიძე ხარაიშვილი რავიცი არჩევანის მეტი რა არი მითუმეტეს ბელარუსი რომელი გრანდი მყავს.

19:29 | 22.08.2020
სავაშა__ (6590)

3 თამაშში აქვს 3 გოლი ის მეოთხე თამაში 1-1 მორჩა და არ უთამაშია

19:15 | 22.08.2020
ilia_juventus (2091)

ვა.. ყოჩაღ შენ. კლასიკური 9 ნომერია. ნაკრებშიც რამდენი გამოვიდა შეცვლაზე კარგადაც ითამაშა, პრესინგიც კარგად გამოსდის, კორპუსის ჩადგმაც და რაც მთავარია გოლები გააქვს და საჯარიმოში რომ მოხვდება ბურთით, არ აებლანდება ფეხებში და კარში მაინც დაარტყამს ! თქვენ რას იტყვით? მე უთამაშებელ, ფიზიკურად სუსტ ქვილითაიას კი მირჩევნია ეს.

0.124484