ფეხბურთი

16:09 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირლომ "იუვეში" ტუდორი უკვე მიიყვანა და ახლა ნესტა მიჰყავს

ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ სამწვრთნელო შტაბს აკომპლექტებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ტურინელთა რიგებს 15 წლის შემდეგ იგორ ტუდორი დაუბრუნდა. ხორვატი სპლიტის „ჰაიდუკმა“ იტალიაში გადასაბარგებლად გაათავისუფლა და ცნობა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

ამასთან, შესაძლოა პირლოს შტაბში პირლოს ასისტენტად ახლო წარსულიდან კიდევ ერთი გამოჩენილი ფეხბურთელი ვიხილოთ - ალესანდრო ნესტა. პირლო მას ძალიან კარგად იცნობს, წლების განმავლობაში „მილანსა“ და იტალიის ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ და ცნობილია, რომ საუკეთესო მეგობრები არიან. იტალიური მედიის ინფომაციით, ანდრეა უკვე ესაუბრა ალესანდროს და „იუვეში“ მუშაობა ოფიციალურად შესთავაზა.

ნესტა ამჟამად „ფროზინონეს“ მთავარი მწვრთნელია, რომელიც ორი დღის წინ სერია B-ს პლეი-ოფის ფინალში დამარცხდა და სერია A-ს საგზური ვერ მოიპოვა. ლეგენდარულმა იტალიელმა სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს ამერიკაში, „მაიამიში“ დაიწყო, შემდეგ „პერუჯას“ თავკაცობდა, ხოლო 2019 წლიდან „ფროზინონეში“ მუშაობს.

რაც შეეხება იგორ ტუდორს, მას უფრო დიდი გამოცდილება აქვს. სპლიტის „ჰაიდუკის“ პაოკ-ის, „კარაბუკსფორის“, „გალათასარაის“ და „უდინეზეს“ მთავარი მწვრთნელი იყო. უდინელებს სერია A-ში ადგილი ზედიზედ ორჯერ შეანარჩუნებუნა. ხორვატი „იუვენტუსში“ 1998-2005 წლებში თამაშობდა კიდეც (175 მატჩში, 21 გოლი) და კარიერის გამორჩეული წლები „დელე ალპიზე“ გაატარა.

0.128119