კალათბურთი

14:52 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დონჩიჩის მორიგი მიღწევა NBA-ში და რეკორდი "დალასში"

„დალას მავერიქსის“ კალათბურთელმა ლუკა დონჩიჩმა ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ 13 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი მიითვალა, შესაბამისად სამმაგი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სლოვენიელმა მხოლოდ 29 წუთი ითამაშა და დანარჩენი დრო ტრავმის გამო გამოტოვა.

ლუკა „დალასის“ ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეი-ოფის მატჩი ტრიპლ-დაბლი გაიფორმა. გარდა ამისა, NBA-ს ისტორიაში რიგით მესამე ყველაზე ახლაგაზრდაა (21 წლისა 175 დღის), რომელმაც პლეი-ოფში შეძლო სამმაგი დუბლის გაფორმება.

მასზე პატარა ასაკში იგივე მხოლოდ მეჯიქ ჯონსონმა (20 წლისა და 238 დღე) და ლებრონ ჯეიმსმა (21 წლისა და 113 დღის) მოახერხეს პლეი-ოფში ტრიპ-დაბლის შესრულება.

შეხვედრას რაც შეეხება, „კლიპერსმა“ 130:122 მოიგო და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

0.116493