ფეხბურთი

13:24 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანის "ბენფიკაში" ტრანსფერი ჩაიშალა

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელის, ედინსონ კავანის ლისაბონის „ბენფიკაში“ ტრანსფერი ჩაიშალა. A Bola-ს ინფორმაციით, ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი მეტისმეტად მაღალი ფინანსური ოპერაციაა.

კავანი ლისაბონურ გუნდში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოდა, მთლიანო კონტრაქტის გათვალისწინებით 60 მილიონ ევროს უტოლდებოდა.

ამრიგად, კავანი ისევ ახალი გუნდის ძიებაშია და ჯერ უცნობია სად გააგრძელებს სამხრეთამერიკელი შემტევი კარიერას. შეგახსენებთ, ედინსონმა პსჟ 7-წლიანი თავგადასავლის შემდეგ დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116294