„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ევროპა ლიგის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მას შესანიშნავი გუნდი ჰყავს.
„ეს გუნდი შესანიშნავია, ჩვენი რწმენის გამო, იმ ყველაფრის გამო, როგორც ვმუშაობთ. რომც არ მოგვეგო, ეს ფეხბურთელები მაინც შესანიშნავები იქნებოდნენ, მაგრამ საბედნიეროდ ჯეკპოტი მოვიპოვეთ.
გვჯეროდა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, სამ თამაშში სამი პენალტისა, როგორც ჩვენი ჰიმნი ამბობს, ეს გუნდი არასდროს ნებდება. ძალიან მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგეთ რთულ მატჩში“, - თქვა ლოპეტეგიმ.
შეგახსენებთ, „სევილიამ“ ფინალში "ინტერი" 3:2 დაამაცხადა ევროპა ლიგა მეექვსედ მოიგო, ხოლო ლოპეტეგისთის ეს პირველი ევროტიტული გამოდგა.