ფეხბურთი

1:18 | 22.08.2020 | ნანახია NaN - ჯერ

"სევილიას" ექვსიდან ექვსი!

ისევ „სევილია“, ევროპა ლიგა კვლავ ესპანურმა გუნდმა მოიგო, ისტორიაში მეექვსედ! აქამდეც ყველაზე ტიტულოვანი გუნდი იყო ევროპის რანგით მეორე ტურნირზე და ახლა თავისივე შედეგი გააუმჯობესა.

6 ფინალი და 6 გამარჯვება! ეს ყველაფერი მხოლოდ 14-წლიან პერიოდში, ფანტასტიკური შედეგია. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა კიოლნში გამართულ ფინალში მილანის „ინტერი“ დაამარცხა.

მატჩი საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. გუნდებმა პირველივე ტაიმში 2-2 გოლი გაცვალეს, ჯერ რომელუ ლუკაკუმ პენალტით გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ ლუკ დე იონგის ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ნიდერლანდელმა ორივე გოლი თავით შეაგდო და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ფინალში ამის გაკეთება მოახერხა. ანდალუზიელებმა დე იონგის დიდებული თამაშის მიუხედავად, ტაიმი მაინც ვერ მოიგეს, რადგან დიეგო გოდინმა შეძლო გატანა. თავის მხრივ ურუგვაელი მეექვსე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში სტივენ ჯერარდის, ერნან კრესპოს, დმიტრი ალენიჩევის, ალან სიმონსენისა და პედროს შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალში გაიტანა.

თამაშს რაც შეეხება, მეორე ტაიმი უფრო ფრთხილი გამოდგა, მაგრამ საგოლე მომენტები ორივეს გუნდს ჰქონდა. საბოლოოდ, „სევილიამ“ მიაღწია მიზანს, დიეგო კარლოსმა „მაკრატელა“ დაარტყა და გაიტანა. მაგრამ ბრაზილიელს ამაში რომელუ ლუკაკუ დაეხმარა, რომელსაც ბურთი მოხვდა და კარში აღმოჩნდა, ისე გოლი არ გავიდოდა. ეს გამარჯვების და ჩემპიონობსი გოლი იყო.

„სევილია“ ევროპა ლიგის 6-გზის გამარჯვებულია, „ინტერს“ ამ ტურნირზე ისევ 3 ტიტული დარჩა და 2011 წლის შემდეგ მისთვის ტიტული მიუწვდომელი მიზანია.

„სევილია“ – „ინტერი“ 3:2 (2:2)

კიოლნი, „რაინენერჯიშტადიონი“

უმაყურებლოდ

„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი (გუდელი 86), რეგილონი; ჯორდანი, ფერნანდო, ბანეგა; სუსო (ვასკესი 78), დე იონგი (ენ-ნესრი 85), ოკამპოსი (ელ ჰადადი 71)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი (კანდრევა 90), დე ვრეი, ბასტონი; დ’ამბროზიო (მოზესი 78), ბარელა, ბროზოვიჩი, გალიარდინი (ერიკსენი 78), იანგი; ლაუტარო მარტინესი (სანჩესი 78), ლუკაკუ

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 ლუკაკუ (5, პენ), 1:1 დე იონგი (12), 2:1 დე იონგი (33), 2:2 გოდინი (36), 3:2 ლუკაკუ (74, ა.გ)

გაფრთხილება: დიეგო კარლოსი (4), ბანეგა (45) - ბარელა (41), ბასტონი (55), გალიარდინი (73)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 7 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 1:2 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:47 | 22.10.2013
maradona86 (144)

ხან როგორ ხან როგორ :-D მე ამისი ჟილკიანობა უფრო მეტად მომწონს იმართლე გითხრა, ყველა თავისი გადასახედიდან ხედავს, თუმცაღა მას ბევრი ტიტული აქ და ბევრსაც მოიგებს დარწმუნებული ვარ

15:16 | 22.10.2013
chikika (1251)

maradona86
მოხსენი ფლანგის მცველი შემოიყვანე თავდამსხმელი და ვინგერი ჩამოწიე უკან დაცვისკენ ამართლებს ნუ ორი მატჩია ცარდიფთან და ნორვიჩთან ორივეში 1-1 ზე გააკეთა და ერთში 3-1 მოიგო მეორეში 4-1

14:37 | 22.10.2013
NGoLo KaNte (36472)

დაიკიდე მოუ

13:14 | 22.10.2013
maradona86 (144)

ჟოზე მართლაც "განსაკუთრებულია": ზოგს მოსწონს, ზოგს უყვარს, ზოგს არ მოსწონს და ზოგიც ვერ იტანს :-D ნიჭიერია ფაქტია ამაზე მისი ტიტულებიც მოწმობს... მე ყველაზე მეტად მისი შემტევი ავანტიურა მიზიდავს, თუ მისი გუნდი აგებს ყველა შემტევს ბრძოლაში რთავს ბევრჯერ არ ამართლებს მაგრამ მთავარი გამარჯვებისკენ შეუპოვარი ლტოლვაა.. მგონი სხვა სფეროებშიც წარმატებული და "განსაკუთრებული" იქნებოდა!

12:15 | 22.10.2013
alejandro (44439)

ისე მეჩვენება თუ რაც ჟოზე რეალის მწვრთნელი აღარ არის,მასმედიის ყურადღების ცენტრის იქით გადაინაცვლა!? თითქოს აღარ არის მასზე იმხელა ინტერესი? თუნდაც ამ ფორუმის მაგალითით ავიღო:
ჟოზე 30 კომენტარზე მეტს ვეღარ აგროვებს...
რეალის მწვრთნელობისას კი ზოგჯერ მაგის პრესკონფერენციას უფრო ფართო აუდიტორია ყავდა, ვიდრე პრემიერ მინისტრისას...

14:39 | 22.10.2013
NGoLo KaNte (36472)

რეალის მწვრთნელი კიარა მოუ ყურადღების ცენტრში ყოველთვის არის და იქნება უბრალოდ დალაგებული სიტუაცია ჩელსიში რეალივით ალიაქოთი არმიდის და ნაკლებ გამომწვევადაც იქცევა თვითონაც

15:47 | 22.10.2013
Madrileño (26972)

1 სეზონი იყო რეალში ალიაქოთი

12:30 | 22.10.2013
babubabu (17085)

არ გეჩვენება ,მხოლოდ ერთი მიზეზი არის მაგის რეალი ,რეალი და კიდევ ერთხელ რეალი

12:07 | 22.10.2013
Patrick Kluivert (455)

Por que?? por que?? por que??

12:12 | 22.10.2013
alejandro (44439)

სადაც ჟოზეა მანდ უკვე ესპანურად აღარ მეტყველებს...ახლა ინგლისურად იძახის vai?vai? vai? D:

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.474373