ფეხბურთი

0:40 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლასლო ბოლონის პირველ განაცხადში ჩაკვეტაძე მოხვდა, ქვილითაია - არა

ბელგიის იუპილერ ლიგის მესამე ტურში „გენტის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ლასლო ბოლონის დებიუტი შედგება, ყოფილი კლუბის, „ანტვერპენის“ წინააღმდეგ.

რუმინელმა მატჩამდე ერთი დღით ადრე 22-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი ქართველია - გიორგი ჩაკვეტაძე. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მისთვის ადგილი განაცხადში არ მოიძებნა. ქართველი ფორვარდის ტრავმის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება და უცნობია, რატომ არ შეიყვანა განაცხადში.

„გენტმა“ პირველ-ორ ტურში ორივე მატჩი წააგო, „ანტვერპენს“ კი 22 აგვისტოს შეხვდება. მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძესა და ქვილითაიას არ უთამაშიათ.

0.136811