ფეხბურთი

0:10 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სიომინმა კვარაცხელიაზე და კვირკველიაზე ისაუბრა: "რატომ მიაყენა კიკნაძემ კლუბს ამდენი ზიანი?!"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა სოლომონ კვირკველიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი აგენტ მამუკა ჯუღელთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო არ დაუკარგავს.

ამასთან, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი და „რკინიგზელთა“ გენერალურ დირექტორ ვასილი კიკნაძეს კითხვით მიმართა, რატომ მიაყენა კლუბს ასეთი ზიანი.

„კვირკველიას მის აგენტთან კონფლიქტის გამო არ ვათამაშებდი, რომელთანაც ურთიერთობა კვარაცხელიას გამო გამიფუჭდა? ვინ არის მისი აგენტი? არასდროს ვიცოდი და არ მაინტერესებდა ვინ ვისი აგენტია. მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს - ფეხბურთელის ხარისხი და აგენტი არ მაინტერესებს.

მთავარია, რომ მათ ხარისხიანი მოთამაშე მომაწოდონ. არ ვიცი ვინ არის მისი აგენტი და არასდროს ვიცოდი ვინ იყვნენ ფეხბურთელების აგენტები. ყოველთვის ფეხბურთელებს ვუკავშირებდი. რატომ არ თამაშობდა სოლომონი ტრავმის შემდეგ? არ ვიცი, მან „ლოკომოტივში“ ბოლო თამაში „როსტოვთან“ აბსოლუტურად გასაოცრად ჩაატარა და დაგვეხმარა სატურნირო ცხრილში წინსვლაში.

არ ვიცი ნიუანსები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არასდროს მიყურებია პასპორტისთვის და ვინ ვისი აგენტია. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ - მე არცერთ აგენტს არ ვუკავშირდებოდი.

რატომ დატოვა კვარაცხელიამ „ლოკომოტივი“? ეს კიკნაძეს კითხეთ, იქნებ გიპასუხოთ, რატომ არ შეინარჩუნეს ის და რატომ მიაყენეს ამდენი ზიანი კლუბს. მე ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ“, - თქვა რუსულ მედიასთან სიომინმა.

შეგახსენებთ, იური სიომინი „ლოკომოტივიდან“ მაისში დაითხოვეს, ხოლო სოლომონ კვირკველია ორი დღის წინ სეზონის ბოლომდე იჯარით „როტორში“ გაუშვეს. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის მოსკოველებმა „რუსთავიდან“ ვერ გამოისყიდეს და ქართველი „რუბინის“ ლიდერად იქცა.

0.128317