ფეხბურთი

21:45 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ჩოგაძის საგოლე პასი კიევის "დინამოსთან" (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონი დაიწყო. პირველი მატჩი დონეცკის „ოლიმპისა“ და კიევის „დინამოს“ შორის შედგა და სტუმრებმა ძალიან ადვილად 4:1 მოიგეს.

მასპინძლების ერთადერთ გოლში თემურ ჩოგაძის წვლილიცაა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 23-ე წუთზე მისი ჩაწოდების შემდეგ სერგეი პოლიტილომ გაიტანა.

შეგახსენებთ, თემურ ჩოგაძე დონეცკის „ოლიმპიკში“ გასულ სეზონში გადავიდა.

0.110305