ფეხბურთი

22:42 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მონტოია შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

"ბრაიტონის" მცველი მარტინ მონტოიამ შესაძლოა კარიერა "ბეტისში" გააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, სევილიელები ფეხბურთელით დაინტერესდნენ და ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გაღებას აპირებენ ესპანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ.

მონტოია "ბრაიტონში" 2018 წელს "ვალენსიადან" გადავიდა. გასულ სეზონში მარტინმა პრემიერლიგის 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ესპანელი "ბეტისში" აქამდე უკვე თამაშობდა - 2016 წელს ნახევარი სეზონით იყო განათხოვრებული და მხოლოდ 13 მატჩის ჩატარება მოახერხა.

მონტოია "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია. მარტინს ჩემპიონთა ლიგა ერთხელ აქვს მოგებული, ხოლო ესპანეთის ჩემპიონი სამჯერ გახდა.

0.111559