ფეხბურთი

21:32 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაიეტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მარსელის" ფრანგ ფეხბურთელს დიმიტრი პაიეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია RMC Sport-მა გაავრცელა. პაიეტის გარდა ფრანგულ გუნდში აქამდე კორონავირუსზე დადებითი პასუხი სტივ მანდანდამ, ჯორდან ამავიმ, ვალენტინ რონჟემ და მაკსიმ ლოპესმა მიიღეს.

"მარსელში" ფეხბურთელების ინფიცირები გამო საფრაგეთის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გადაიდო, გუნდი "სენტ-ეტიენს" უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა სამი შემთხვევის გამო ლიგა 1-ის ხელმძღვანელობამ შეხვედრა გადაიტანა. ახლა კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.

0.134514