ფეხბურთი

21:08 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდესკი "იუვენტუსის" დატოვებას არ აპირებს

იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევი ფედერიკო ბერნარდესკი ტურინის "იუვენტუსის" დატოვებას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია Tuttosport-მა გაავრცელა. იტალიური გამოცემის ცნობით, "ნაპოლის" და "ატლეტიკოს" ინტერესის მიუხედავად ფეხბურთელმა ტურინში დარჩენა ამჯობინა.

ბერნარდესკი "ფიორენტინას" აკადემიის აღზრდილია და "იუვენტუსში" 2017 წელს გადავიდა. გასულ სეზონში ფედერიკომ 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიელი მოედანზე საშუალოდ 52 წუთს ატარებდა.

0.118257