შვედური ფეხბურთის ლეგენდა ჰენრიკ ლარსონი „ბარსელონაში“ დაბრუნდა. 48 წლის სპეციალისტი „ბლაუგრანას“ ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ასისტენტი იქნება. ინფორმაცია კატალონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ლარსონს იგივე პოზიციაზე აქამდე „ჰოგაბორგსშიც“ უმუშავია. სწორედ ამ გუნდში დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა, რომლის შემადგენლობაშიც ჯერ 11 წელი აკადემიაში, შემდგომ 1988-1992 წლების სეზონში კი ძირითად გუნდში ტამაშობდა.
რაც შეეხება „ბარსელონას“, შვედმა 2004-2006 წლების სეზონში 59 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და ესპანური გრანდის მაისურით 4 ტიტული მოიგო.
ლარსონის გარდა ბარსას ალფრედ შროიდერიც შეუერთდა, რომელიც გასულ სეზონში „ჰოფენჰაიმს“ წვრთნიდა.