ისტორია

9:44 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

21 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1936. დაიბადა უილტ ჩემბერლენი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი (216 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი (1967, 1972). 1960, 1966, 1967, 1968 წლებში დაასახელეს ასოციაციის საუკეთესო კალათბურთელად. 13-ჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. 1962 წელს “ნიუ იორკთან” თამაშისას 100 ქულა მოაგროვა. მთლიანობაში ნბა-ს მატჩებში მოპოვებული აქვს 31 419 ქულა და განახორციელა 23 924 მოხსნა. ჩემბერლენი დაახლოებით 100 რეკორდის მფლობელია. გამოდიოდა “ჰარლემ გლოუბთროთერზში” (1958-59), ფილადელფიისა და სან ფრანსისკოს “უორიორზში” (1959-64), “ფილადელფია სიქსერზში” (1965-68), “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” (1968-73), “სან დიეგო კონკისტადორში” (1973-74). უილტ ჩემბერლენი 1999 წლის 12 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1901. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, მოლა უილიამ ლარნედმა ბილზ რაიტი 6:2, 6:8, 6:4, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 21-ე ჩემპიონი გახდა.

1925. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ემენი.”

1967. კენ ჰარელსონი ბეისბოლის ეროვნულ ლიგაში პირველი ოფიციალური თავისუფალი აგენტი გახდა.

1977. ამერიკელმა დონა პეტერსონმა წყლის თხილამურით სისწრაფის რეკორდი დაამყარა (111,11 მ/წმ).

1985. ოლეგ ბლოხინმა საკავშირო ჩემპიონატების მატჩებში თავისი მეორასე გოლის გატანა მოახერხა. სულ ბლოხინს სსრკ-ის პირველობებზე 211 გოლი აქვს გატანილი.

1985. არტემიო ფრანკის თასზე (ერთმანეთს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები ხვდებოდნენ) საფრანგეთმა ურუგვაის 2:0 მოუგო.

1987. გერმანელმა მოცურავე სილკე ჰორნერმა 100 მეტრზე კროლის სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:07,91).

2002. საქართველოს ფეხბურთელმა ეროვნულმა გუნდმა თურქეთის ნაკრებთან 0:3 წააგო. მატჩიტრაბზონშიჩატარდა.

2004. ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა გიორგი ასანიძემ, 85 კგ წონითი კატეგორიის ათლეტებს შორის, ოქროს მედალი მოიპოვა. მან ორჭიდის ჯამში 382,5 კგ დააგროვა (177,5 პლუს 205). მეორე ადგილზე ბელორუსი ანდრეი რიბაკოვი გავიდა (380 კგ), ხოლო მესამეზე ბერძენი პიროს დიმასი (377,5 კგ).

2004. რაგბის სამი ერის თასზე სამხრეთ აფრიკამ ავსტრალიას 23:19 მოუგო და 1998 წლიდან მოყოლებული პირველად მოახერხა საჩემპიონო ტიტულის მოპოვება.

2005. 1995 წლიდან მოყოლებული “ჩელსიმ” პირველად მოახერხა “არსენალის” ძლევა. “სტემფორდ ბრიჯზე” “არისტოკრატებმა” “მეთოფეებს” დიდიე დროგბას გოლის წყალობით 1:0 მოუგეს.

2006. ბრაზილიური “სან პაულუს” გოლკიპერმა, როჟერიუ სენიმ “კრუზეიროს” კარში გატანილი ორი გოლით, თავისი გოლების რიცხვი 64-დე გაზარდა და მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ამ მაჩვენებლით ყველაზე შედეგიანი მეკარე გახდა. მანამდე ეს რეკორდი (62 გოლი) პარაგვაის ეროვნული გუნდის ყოფილ კარის დარაჯს, ხოსე ლუის ჩილავერტს ეკუთვნოდა. სადღეისოდ როჟერიუ სენის 83 გოლი აქვს გატანილი.

2007. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, ლუქსემბურგის ნაკრები დაამარცხა (88:60).

2007. პორტუგალიური “ბენფიკას” მთავარ მწვრთნელად ფეხბურთის ესპანელი სპეციალისტი, ხოსე ანტონიო კამაჩო დაინიშნა, რომელთანაც კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ამ პოსტზე ფერნანდო სანტოსი შეცვალა.

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილმა (84 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) კი ბრინჯაო დაისაკუთრა.

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე 400 მეტრზე რბენა ამერიკელმა ლეშუან მერიოტმა მოიგო (43.75 წმ), 110 მეტრზე თარბრჯენით რბენაში საუკეთესო ასევე აშშ-ის წარმომადგენელი დეირონ რობლესი იყო (12.93 წმ), სამხტომში კი პორტუგალიელმა ნელსონ ევორამ იმარჯვა (17 მ 67 სმ).

2010. ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “სევილიას” 4:0 მოუგო (პირველ შეხვედრაში ანდალუსიელებმა 3:1 იმარჯვეს) და მეცხრედ მოიპოვა აღნიშნული თასი.

2010. იტალიის სუპერთასზე მილანის “ინტერმა” “რომა” 3:1 დაამარცხა. “ინტერმა” მეხუთედ მოიპოვა იტალიის სუპერთასი.

ამ დღეს დაიბადნენ

1913. კორნელიუს ჯონსონი. ამერიკელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1919. ალექსეი გრინინი. გასული საუკუნის 40-იან წლებში მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი ფეხბურთში. სამჯერ ფლობდა საკავშირო თასს. იყო გუნდის კაპიტანი. საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 80 გოლი.

1928. ჯილიან შილი. დიდი ბრიტანელი მოფარიკავე. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1933. არანაბესა არიეტა. 1951-66 წლებში ბილბაოს “ატლეტიკის” ფორვარდი. ბასკური კლუბის შემადგენლობაში გახდა ესპანეთის ჩემპიონი და სამჯერ მოიპოვა პირენელთა თასი.

1936. უილტ ჩემბერლენი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი (216 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი (1967, 1972). 1960, 1966, 1967, 1968 წლებში დაასახელეს ასოციაციის საუკეთესო კალათბურთელად. 13-ჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. 1962 წელს “ნიუ იორკთან” თამაშისას 100 ქულა მოაგროვა. მთლიანობაში ნბა-ს მატჩებში მოპოვებული აქვს 31 419 ქულა და განახორციელა 23 924 მოხსნა. ჩემბერლენი დაახლოებით 100 რეკორდის მფლობელია. გამოდიოდა “ჰარლემ გლოუბთროთერზში” (1958-59), ფილადელფიისა და სან ფრანსისკოს “უორიორზში” (1959-64), “ფილადელფია სიქსერზში” (1965-68), “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” (1968-73), “სან დიეგო კონკისტადორში” (1973-74). უილტ ჩემბერლენი 1999 წლის 12 ოქტომბერს გარდაიცვალა.

1936. ფელისიანო რივილია. 1960-იანი წლების ესპანეთის ნაკრების მცველი. ევროპის 1964 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1962 და 1966 წლების ჩემპიონატების მონაწილე. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მადრიდის “ატლეტიკოში”. დედაქალაქელებთან ერთად მოპოვებული აქვს თასების და სამჯერ ესპანეთის თასი. ესპანეთის ჩემპიონი.

1941. ალბერტო გონსალესი. არგენტინის ნაკრებისა და ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1962 და 1966 წლების ჩემპიონატების მონაწილე. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი.

1945. ასპარუხ ნიკოდიმოვი. 1960-70-იან წლებში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებისა და სოფიის ცსკას ნახევარმცველი. მსოფლიოს 1970 და 1974 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ბულგარეთის ხუთგზის ჩემპიონი და ამდენჯერვე ქვეყნის თასის მფლობელი. მოგვიანებით მწვრთნელი გახდა სოფიელები ხუთჯერ გახადა ბულგარეთის ჩემპიონი.

1951. ბერნარდ ჰერმეშაუზენი. გდრ-ის წარმომადგენელი ბობსლეისტი. 1976 და 1980 წლების ზამთრის ოლიმპიადების ჩემპიონი.

1953. ჟერარ ჟანვიონი. 1975-82 წლებში საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “სენტ ეტიენში”. ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და სამჯერ მოიპოვა ქვეყნის თასი. 1976 წელს ითამაშა ჩემპიონთა თასის ფინალში (“სენტ ეტიენი” მიუნხენის “ბაიერნთან” დამარცხდა).

1954. დიდიე სიკსი. 1976-84 წლებში საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. 1978 წლის მუნდიალის მონაწილე. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 52 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა 38 წლამდე და იასპარეზა 15 კლუბში. საფრანგეთში სიკსი ყველაზე დიდხანს 1977-80 წლებში მარსელის “ოლიმპიკში” თამაშობდა. 1988 წელს სტამბოლის “გალათასარაის” შემადგენლობაში თურქეთის ჩემპიონი გახდა. გამოდიოდა “შტუტგარტში”, “ასტონ ვილაში”, “ლეიფციგში”. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი. 2008 წელს დაინიშნა ჩეხიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გუნდის წარუმატებელი გამოსვლის გამო 2009 წელს რადას პოსტი დაატოვებინეს.

1957. ბერნარ ზინიე. 1970-80-იან წლებში მარსელის “ოლიმპიკის” ფორვარდი. საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1987 წელს გახდა საფრანგეთის პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი.

1958. პეტერ რადა. ჩეხოსლოვაკიის ნაკრების, პრაღის “დუკლას”, დიუსელდორფის “ფორტუნას” ნახევარმცველი.

1961. ლენს ეარლ დილი. ამერიკელი მძლეოსანი. უროს ტყორცნაში ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1968. ანტონიო ბენარივო. იტალიის ნაკრებისა და “პარმას” მცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი. “პარმას” შემადგენლობაში გამოდიოდა 1991-2003 წლებში. გუნდის რიგებში თამაშისას ორჯერ მოიპოვა უეფას, ერთხელ თასების, სამჯერ კი იტალიის თასი. გუნდთან ერთად დაეუფლა ევროპის სუპერთასს. სერია A-ს მატჩებში “პარმას” ღირსება 252 მატჩში დაიცვა და 5 გოლი გაიტანა.

1973. ნიკოლაი ვალუევი. რუსი პროფესიონალი მოკრივე. ჭBA ასოციაციის ვერსიით სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონია. პროფესიულ რინგზე ჩაატარა 52 ორთაბრძოლა, რომელთაგან 50 მოიგო (მათ შორის 34 ნოკაუტუთ).

1985. ნიკოლას ალმაგრო. ესპანელი ჩოგბურთელი. დამარცხებული ჰყავს მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში მყოფი 6 მოთამაშე. საფრანგეთის ღია პირველობაზე 2008 წელს მეოთხედფინალამდე გააღწია.

1986. უსეინ ბოლტი. იამაიკელი მძლეოსანი. პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი სპრინტერი. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე სამი დისტანცია (100 და 200 მეტრი, 100 მეტრი ესტაფეტით რბენა) მსოფლიოს რეკორდით მოიგო. 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრი გარბენი ფენომენალური დროით, 9.58 მოიგო. მსოფლიოს რეკორდით მოიგო 2009 წლის პლანეტის პირველობა 200 მეტრზე გარბენშიც (19.19). 2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 200 მეტრსა და 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს 3 მედალი (100 და 200 მეტრზე, აგრეთვე 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში). 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 200 მეტრსა და 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში მოპოვებული აქვს ვერცხლის მედლები.

0.119713