ფეხბურთი

1:33 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ელიტაში პირველად: სერია A-ს ახალ სეზონში დებიუტანტი მონაწილე ეყოლება

იტალიის სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონში დებიუტანტი ეყოლება - „სპეცია“. სერია B-ს პლეი-ოფის ფინალში ლიგურიელებმა სამი დღის წინ „ფროზინონეს“ სტუმრად 1:0 მოუგეს, დღეს სახლში ამავე ანგარიშით წააგეს, მაგრამ ვინაიდან რეგულარული სეზონი მე-3 ადგილზე ჰქონდათ დასრულებული, „ფროზინონენს“ კი მერვე პოზიციაზე, დებულების თანახმად ელიტაში „სპეცია“ გადავიდა.

ეს ვინჩენცო იტალიანოს გაწვრთნილი გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა, ელიტაში დებიუტანტი იქნება და სერია A-ს არსებობის განმავლობაში 68-ე გუნდი გახდა, რომელიც იტალიის მთავარ დივიზიონში იასპარეზებებს. საინტერესოა ისიც, რომ პირველად ისტორიაში ლიგურიის მხარეს სერია A-ში ერთდროულად სამი გუნდი ეყოლება - „სამპდორია“, „ჯენოა“ და „სპეცია“.

ამრიგად, იტალიის ჩემპიონატის დამდეგი სეზონის ყველა მონაწილე ცნობილია: „იუვენტუსი“, „ინტერი“, „ატალანტა“, „ლაციო“, „რომა“, „მილანი“, „ნაპოლი“, „სასუოლო“, „ბოლონია“, „ვერონა“, „ფიორენტინა“, „პარმა“, „უდინეზე“, „კალიარი“, „სამპდორია“, „ტორინო“, „ჯენოა“, „ბენევენტო“, „კროტონე“ და „სპეცია“ (ბოლო სამი გუნდი სერია B-დან აღზევდა). სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონი 19 სექტემბერს დაიწყება.

0.216631