მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ევროპა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „ინტერისთვის“ 10 წელი ფინალში არყოფნა ძალიან დიდი პერიოდია და „სევილია“ გაცილებით გამოცდილია, მაგრამ მის გუნდს არ ეშინია.
„ეს არის ჩემი მეოთხე ევროპული სეზონი და სასიამოვნოა ევროპა ლიგის ფინალში თამაში. 10 წლის განმავლობაში ფინალში არ გვითამაშია და ეს გრძელი მონაკვეთია. დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ, ნორმალურია ზოგიერთი ტაქტიკური იდეის მიღება და ზოგიერთის უარყოფა. ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, გუნდი გაუმჯობესდა.
ჩვენ არ გვითამაშია ევროპა ლიგის ფინალში ისე ხშირად, როგორც ჩვენმა მეტოქემ, ეს მათი უპირატესობაა და მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება. ისტორიის დასაწერად ერთადერთი გზა არსებობს - უნდა მოვიგოთ.
სიტყვა შიში ჩემს ლექსიკონში არ არსებობს და ეს ჩემმა ფეხბურთელებმა არ იციან. ძალიან ვაფასებთ და პატივს ვცემთ „სევილიას“, მაგრამ გავქვს საკუთარი გეგმა, რომლითაც თამაშს ვაპირებთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „სევილიასა“ და „ინტერის“ ფინალური მატჩი 21 აგვისტოს, 23:00 საათზე გაიმართება.