ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკე ნამდვილ რევოლუციას გეგმავს. 50 წლის სპეციალისტმა ერთა ლიგაზე, გერმანიასთან და უკრაინისთან მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა და მათ შორის რამდენიმე ახალი სახეა.
გამოსარჩევია ადამა ტრაორეს, ანსუ ფატისა და ფერან ტორესის გამოძახება, სამაგიეროდ ლუის ენრიკემ ისეთ გამოცდილ მოთამაშეებზე თქვა უარი, როგორებიც ჟორდი ალბა, ალვარო მორატა, საულ ნიგეზი და ისკო არიან.
ლუის ენრიკეს რჩეულთა სია ასეთია:
მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი) კეპა არიზაბალაგა (ჩელსი, ინგლისი), უნაინ სიმონი (ბილბაო)
მცველები: დანი კარვახალი (რეალი), ხესუს ნავასი (სევილია), პაუ ტორესი (ვილიარეალი), სერხიო რამოსი (რეალი), დიეგო ლორენტე (სოსიედადი), ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ხოსე გაია (ვალენსია), სერხიო რეგილონი (სევილია)
ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, გერმანია), დანი ოლმო (ლაიფციგი, გერმანია), ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია), მიკელ მერინო (სოსიედადი), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), ოსკარ როდრიგესი (რეალი), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ანსუ ფატი (ბარსელონა), როდრიგო მორენო (ვალენსია), მარკო ასენსიო (რეალი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ადამა ტრაორე (ვულვზი, ინგლისი)
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე 3 სექტემბერს, შტუტგარტში გერმანიასთან, ხოლო 6 სექტემბერს, მადრიდში უკრაინასთან მოუწევს დაპირისპირება.