ფეხბურთი

16:21 | 20.08.2020 | ნანახია 0 - ჯერ

მიხაელ ბალაკს სიმსივნე აღმოაჩნდა

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ ინფორმაცია Bild-მა გაავრცელა.

ავტორიტეტული გამოცემა წერს, რომ მიხაელს დაახლოებით ერთი თვის წინ ზურგის ტვინის მახლობლად სიმსივნე დაუდგინდა. ლეგენდარულ ფეხბურთელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ორგანიზმში ჩამოყალიბებული მასა ამოაცალეს.

შეგახსენებთ, რომ მიხაელ ბალაკს გერმანიის ნაკრებში 98-ჯერ უთამაშია, საკლუბო კარიერა კი „კაიზერსლაუტერნში“, „ლევერკუზენში“, „ბაიერნსა“ და „ჩელსიში“ გაატარა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:01 | 21.03.2013
ბაბუ (11760)

ეუფ რა უტანჯია ცხოვრებას სად გადაუსროლია საცოდავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066676
სარეკლამო ადგილი - 99
X x X