თამაშგარე

15:48 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარა ტელეწამყვანის ამპლუაში

არგენტინელი მობურთალის, მაურო იკარდის ცოლი და პირადი აგენტი ვანდა ნარა ერთ-ერთმა იტალიურმა ტელეარხმა წამყვანად ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიიწვია, რაზეც ვანდასგან თავაზიანი უარი მიიღო, თუმცა მაშინ ამ უარის პარალელურად ისიც დასძინა, რომ მომავალში არაფერი იყო გამორიცხული.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ვანდა ნარა საბოლოოდ მაინც დათანხმდა ამ სანტერესო შეთავაზებას და უკვე 2020 წლის სექტემბრიდან სპორტული თემატიკის ტელე-შოუს წაუძღვება, სადაც კვირაში ორჯერ ცნობილ სპორტსმენს ან სპორტში დაკავებულ ადამიანებს ისტუმრებს და ეცდება სკანდალები დაახვავოს.

ტელემედიის სპეციალისტები როგორც ვარაუდობენ, ვანდა ნარას გადაცემა თავიდან ბოლომდე იქნება “ყვითელი“ და რეიტინგზე ორიენტირებული შოუ, თუმცა ვისაც ფეხბურთის შიდა ამბები აინტერესებს, რთულად იტყვის უარს ვანდა ნარას გადაცემაზე, რომელიც ისეთი ვინმეა, უბრალო და მარტივ საქმეს ნამდვილად არ წამოიწყებდა.

0.134916