„ბარსელონას“ ახალდანიშნული მთავარი მწვთნელი, რონალდ კუმანი, დაინტერესებული ყოფილა „ლივერპულის“ ნიდერლანდელი მცველით, ჟორჟინიო ვეინალდუმით - გვამცნობს AD.
წყაროს მტკიცებით, ბოლო თვეებში ვეინალდუმი და „ლივერპული“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ვერ თანხმდებიან. მის ხელშეკრულებას კი ყავლი 2021 წლის ზაფხულში გასდის.
კუმანს ძალიან სურს თანამემამულის თავის გუნდში ხილვა და მოუწოდებს აღარ გაახანგრძლივოს კონტრაქტი მერსისაიდელებთან.
ვეინალდუმი როტერდამის „სპარტას“ აღზრდილია. ხოლო „ლივერპულში“ „ნიუკასლიდან“ 2016 წელს გადავიდა. 2018 წლიდან კი ის კუმანის ხელმძღვანელობით ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა.