ჩოგბურთი

0:19 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი ფინალში

სოფო შაფათავას და ფლორენცია მოლინეროს მექსიკის ქალაქ მონტერეიში გამართული ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ.

მე-2 ნომრად განთესილმა ქართულ-არგენტინულმა წყვილმა ფინალში გააღწია, იქ კი სლოვენიელებთან (კოლარი-სკამლოვა) 3:6, 6:2, 5:10 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ შაფათავა ერთეულთა შეჯიბრშიც გამოდიოდა, თუმცა, მერვედფინალში იმავე კოლართან 1:6, 2:6 წააგო.

0.121878