ფეხბურთი

23:05 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სიბნელე - ჩემპიონთა ლიგა "დინამოსთვის" მხოლოდ 90 წუთი გაგრძელდა...

ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონი საქართველოს ჩემპიონისთვის მეტად ხანმოკლე, მხოლოდ 90-წუთიანი გამოდგა. „დინამო თბილისმა“ ალბანეთის ჩემპიონ „ტირანასთან“ საკუთარ მოედანზე ვერაფერი გააწყო და მეტად უფერული თამაშით ტურნირი დატოვა.

ალბანელებმა დამსახურებულად მოიგეს, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე „დინამომ“ და მეორე ეტაპზე გავიდა. კახა ჩხეტიანის გუნდი ძალიან მძიმედ და გაურკვევლად გამოიყურებოდა. ძნელია გავიხსენოთ საგოლე მომენტები, რომელიც სტუმართა კართან შეიქმნა, მატჩის ბოლოს ერთ მომენტს თუ არ ჩავთვლით, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

საერთოდ, თანამედოვე ფეხბურთის ტენდეციაა, რომ ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის იმარჯვებს და ახლაც ასე იყო. „დინამომ“ პირველი და მეორე ტაიმების მიწურულს ორი უხეში შეცდომა დაუშვა და სტუმრებმა არცერთი აპატიეს.

ჯერ იყო და როინ კვასხვაძისა და ლუკა ლოჩოშვილის შეუთახმებელი მოქმედება აგუსტინ ტორასამ გოლად აქცია და თბილისელებს გოლი გასახდელში გაატანა. 86-ე წუთზე კი როინ კვასხვაძემ არაფრისგან გაატანინა სტუმრებს. მეტად სუსტი დარტყმული უწყინარ სიტუაციაში ხელიდან გაუვარდა და ისმაილგეჩი იქვე იყო, ცარიელ კარში გაიტანა - 0:2.

ამრიგად, „ტირანამ“ „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ისტორიაში მეორედ გააგდო (პირველად 2003-2004 წლების სეზონში, 3:0, 0:3, პენ: 2:4). ამრიგად, „დინამო“ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირს დაემშვიდობა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

„დინამო თბილისი“ – „ტირანა“ 0:2 (0:1)

თბილისი, „დინამო არენა“

უმაყურებლოდ

„დინამო თბილისი“ (4-2-3-1): კვასხვაძე; იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური (ქიმაძე 59); ქარდავა (კუცია 66), პაპავა; შულაია, პერნამბუკო, ბუღრიძე (გაბედავა 81); კაპანაძე

მწვრთნელი: კახა ჩეტიანი

„ტირანა“ (4-2-3-1): ლიკა; ტოსევსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეჩი; ჩელჰაკა, ბეთა; კალე (ტოლი 71), ტორასა (მუჩა 83), კობინა; მუჩი (ავდილაი 87)

მწვრთნელი: ემანუელ ეგბო

გოლები: 0:1 ტორასა (45), 0:2 ისმაილგეჩი (86)

გაფრთხილება: ლოჩოშვილი (23), პაპავა (39), შულაია (68) - ტორასა (45), ტოსევსკი (72), ჩელჰაკა (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 8 (6) კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: როომერ ტარაიევი (ესტონეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113164