ძიუდო

23:24 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოში სავალდებულო რეგულაციები შემოიღეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით ჩასატარებელ ტურნირებში მონაწილეობისთვის (მათი განახლების შემდეგ), სპორტსმენს COVID-19-ზე ტესტირების მინიმუმ ორი უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს. IJF-ის პროტოკოლის თანახმად, ეს სავალდებულო რეგულაცია საყოველთაო ვაქცინაციამდე იმოქმედებს.

IJF-ის პროტოკოლით ასევე განსაზღვრულია შეჯიბრებამდე ათლეტთა, ოფიციალურ პირთა, მწვრთნელთა და სხვა დამსწრეთა ტესტირება. ტურნირის ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას რეგულაციები - წინააღმდეგ შემთხვევაში, ასპარეზობაზე არ დაიშვებიან.

გარდა ამისა, დელეგაციის წევრებს ტემპერატურაზე შეამოწმებენ ქვეყანაში შესვლისას, სასტუმროში, საშეჯიბრო არენებზე და ნებისმიერ სხვა საშეჯიბრო ოფიციალურ არენაზე. სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცირება, პირბადის ტარება, გარდა ტატამზე გასვლისას. გასახურებელ დარბაზში პირბადით ყოფნა ნებაყოფლობითი იქნება.

IJF-ი ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად დანიშნავს COVID-19-ზე ზედამხედველ პირს, მენეჯერს, რომელსაც IJF-ის პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ უფლება ექნება გააუქმოს ასპარეზობა.

geonoc.org.ge

0.113944