იტალიური „რომას“ მეკარეს, ანტონიო მირანტეს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ განცხადება თავად იტალიელმა ფეხბურთელმა გაავრცელა და განაცხადა, რომ იზოლირებულია.
„მინდა გითხრათ, რომ კორონავირუსზე ჩემი ტესტი დადებითი აღმოჩნდა. თავს კარგად ვრძგნობ, უსიმპტომო ვარ და თვითიზოლაციაში ვიმყოფები. ვიმედოვნებ, რომ მალე დავამრცხებ ვირუსს და გუნდს შევუერთდები“, - თქვა მირანტემ.
აქვე გეტყვით, რომ „რომას“ ახალგაზრდულ აკადემიაში ორ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი. „ჯალოროსი“ ახალი სეზონისთვის მზადებას სულ მალე დაიწყებს და 27 აგვისტოს შეიკრიბება.