ფეხბურთი

19:45 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" "რეალის" ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი შემტევი რეინიერი იჯარით დაიმატა. ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

რეინიერი „დორტმუნდში“ იჯარით 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება, მაგრამ „ყვითლებს“ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

18 წლის ბრაზილიელი „რეალმა“ იანვარში „ფლამენგოდან“ შეიძინა და „კასტილიაში“ მან 3 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, „სამეფო კლუბის“ მთავარ გუნდში თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია. ამიტომაც, სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით რეინიერი „დორტმუნდში“ გაანათხოვრეს.

0.144012