კალათბურთი

14:25 | 19.08.2020 | ნანახია 1342 - ჯერ

„ინდიანა პეისერსი“ პლეი-ოფში „მაიამი ჰიტთან“ დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ პლეი ოფის პირველი შეხვედრა „მაიამი ჰიტთან“ ჩაატარა და 101:113 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელი სამატჩო განაცხადში იყო, თუმცა ნეიტ მაკმილანმა ჩვენებური მოედანზე არ გაიყვანა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ინდიანას რიგებში ორმაგი დუბლი მალკოლმ ბროგდონმა მიითვალა, რომელმაც 22 ქულა და 10 პასი შეასრულა, „მაიამიდან“ კი 17 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით ბემ ადებაიო გამოირჩა. ყველაზე მეტი ქულა 28 – კი ჯიმი ბატლერმა ჩააგდო.

პლეი-ოფის მეორე დაპირისპირება „ინდიანასა“ და „მაიამი ჰიტს“ შორის 20 აგვისტოს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:46 | 19.08.2020
zviadi-shxefi (6306)

ისე ვინმე მოვიდეს და გითხრათ ასტრონომიულ ხელფასს მოგცემ და რაც გინდა ის აკეთეო რომელი იტყვით უარს? და თუ არა კონლის რატომ უნდა ეთქვა. ტიპი რუბიოს 1 პერიოდი არ ღირს (დღეს) და ასეთ ასტრონომიულ ხელფასს აძლევენ. ყოჩაღ! ღმერთმა შეარგოს

18:39 | 19.08.2020
zviadi-shxefi (6306)

პირველი თამაშების მერე მგონია რომ მაიამი და დენვერი დიდი სხვაობით მოიგებენ სერიას, შეიძლება ყველა თამაში ქულა-ქულაში წავიდეს მაგრამ ორივე ერთად მაქსიმუმ 3 თამაშს თუ წააგებენ. ჩემი გუნდები ისედაც აუტსაიდერები იყვნენ მითუმეტეს ამ მონების გადამკიდე (მართალია ოკლას თამაშზე არ მიყურებია და არც არავის უთქვამს მიკერძოებულ მსაჯობაზე) მაქსიმუმ 2 თამაში მოიგონ ჯამში. ბოსტონი მაქსიმუმ 1 თამაშს წააგებს ფილასთან. ბაქსმა შეიძლება დარჩენილი ყველა მოუგოს ორლანდოს მაგრამ შეიძლება ორლანდომ კიდევ 1-2 თამაშიც მოიგოს, 3:3-ზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს და პლეიოფის ღორჯო ბუდელჰოლცერი მთლად დაიბნევა, მარტო ბერძენი რომ ვერაფერს იზამს მსოფლიოზეც ვნახეთ. პორტლენდი-ლეიკერსი ახლა უკვე 55/45 პორტლენდის სასარგებლოდ. ნუ ტორონტო როგორც ჩათვლუს საჭიროდ ისე მოიგებს

17:53 | 19.08.2020
qomagi (1575)

მართლა ღირსია ეს სლე მწვრთნელი, დავიჯერო 5 წთ მაინც არ იმსახურებდა გოგა? სხვებმა ხომ დატეხეს ფარები და ვარსკვლავები დაწყვიტეს, თუ გუნდის სქემაში ზის და მომავალს მას უკავშირებენ, მაშინ დროც უნდა მისცენ.

17:05 | 19.08.2020
davidinho (1027)

ღირსი ხარ ნიკ მაკმილან გოგას 1 წამიც რომ არ ათამაშე ღირსი ხარ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130059