ფეხბურთი

11:59 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "ადვილი არაა ამასთან შეგუება, მაგრამ ფეხბურთი ასეთია"

„ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენთან“ (0:3) მარცხის შემდეგ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქემ ფინალში გასვლა დაიმსახურა.

„პარიზელებმა ფინალში გასვლა დაიმსახურეს. საწყის 10-12 წუთში ჩვენთვის ყველაფერი კარგად მუშაობდა, იყო კარგი მომენტები. მეორე გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნება რთული იყო, რადგან პსჟ ძალიან მაღალი დონის გუნდია. რთულია შეგუება, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

მეორე გოლის შემდეგ ჩვენს ფეხბურთელებში საკუთარი თავის რწმენამ გაქრობა დაიწყო, რაც ნორმალურია. ადვილი არაა ახლა იმის თქმა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სეზონი გვქონდა, მაგრამ ერთ კვირაში ყველაფერი კარგად იქნება. ვიცით, რომ ეს სეზონი ახალგაზრდა გუნდისთვის ძალიან წარმატებული იყო. ვიმუშავებთ და ვეცდებით მომდევნო სეზონში იგივე კიდევ ერთხელ გავაკეთოთ“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, „ლაიფციგმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში პირველად ითამაშა. სულ კი მეორედ იასპარეზა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, თავის მხრივ ნაგელსმანი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა, რომელმაც ნახევარფინალში გასვლა შეძლო - 33 წლის.

0.112321