ნახევარი საუკუნის ისტორიას ითვლის „პარი სენ ჟერმენი“ და საიუბილეო თარიღს ჩემპიონთა ლიგის ფინალი დაუმთხვია. ტომას ტუხელის გუნდმა აქამდე არნახულ წარმატებას უკვე მიაღწია, როგორც არ უნდა დასრულდეს ფინალი.
პარიზელებმა გერმანული „ლაიფციგი“ ძალიან ადვილად დაამარცხეს და ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს. კლასში სხვაობა უდიდესი იყო, იულიან ნაგელსმანის გუნდმა, როგორც ჩანს მაქსიმუმი გააკეთა და ნახევარფინალში საკუთარ თავს ვეღარ გადაახტა.
ფრანგები სწრაფადვე დაწინაურდნენ, დი მარიას ჩაწოდებას მარკინიოსი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმი თითქოს ასე უნდა დასრულებულიყო, როდესაც „ლაიფციგის“ ფეხბურთელებმა ბურთი საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაკარგეს და ნეიმარის პასით უკვე თავად დი მარიამ გაიტანა. გერმანელთა შეცდომები არც მეორე ტაიმში ყოფილა უცხო. მუკიელემ ბურთი უწყინარ სიტუაციაში დასრულდა, რასაც ხუან ბერნატის გოლი მოჰყვა. პსჟ კიდევ გაიტანდა რომ მოენდომებინა, მაგრამ წინ ფინალია დაძალები დაზოგა.
ამრიგად, პარიზული გუნდი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალისტია და ახლა ისღა დარჩენია მეტოქეს მშვიდად დაელოდოს, რომელიც ან „ბაიერნი“ იქნება, ან „ლიონი“.
„ლაიფციგი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 0:3 (0:2)
ლისაბონი, „და ლუჟი“
უმაყურებლოდ
„ლაიფციგი“ (3-4-2-1): გულაში; მუკიელე, უპამეკანო, კლოსტერმანი (ორბანი 83); ლაიმერი (ჰალსტენბერგი 62), კამპლი (ადამსი 64), ზაბიტცერი, ანხელინო; დანი ოლმო (შიკი 46), ნკუნკუ (ფორსბერგი 46); პოულსენი
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): სერხიო რიკო; კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; ერერა (ვერატი 83), მარკინიოსი, პარედესი (დრაქსლერი 83); დი მარია (სარაბია 87), მბაპე (ჩუპო-მოტინგი 86), ნეიმარი
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლები: 0:1 მარკინიოსი (13), 0:2 დი მარია (42), 0:3 ბერნატი (56)
გაფრთხილება: ლაიმერი (61), ჰალსტენბერგი (79), პოულსენი (79) - კიმპემბე (45)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 13 (9) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)