ფეხბურთი

0:38 | 19.08.2020 | ნანახია 1647 - ჯერ

ვაკო გვილიას გადამწყვეტი საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე (+VIDEO)

ვაკო გვილიას ვარშავის „ლეგიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. პოლონეთის ჩემპიონმა ჩრდილოეთ ირლანდიური „ლინფილდი“ ხოსე კანტეს გოლით დაამარცხა.

ესპანელმა მატჩის ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გაიტანა და მასში გვილიას წვლილიცაა, რომელმაც საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ვაკომ შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში გამორჩეული იყო.

„ლეგია“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მისი მეტოქე ოთხშაბათს, სომხეთის ჩემპიონ „არარატ-არმენიასა“ და ნიქოზიის „ომონიას“ შეხვედრაში გაირკვევა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:41 | 21.08.2020
araza-1918 (6330)

ვაკო 45 დღეში ბელარუსიაა

10:15 | 19.08.2020
qomagi (1575)

ყოჩაღ ვაკო, წარმატებები!!! ეს ერთი და სხვა მრავალი, გოლებიც და საგოლე პასებიც!!!

11:29 | 19.08.2020
KoRBeN DaLLaS (24838)

+++++++++

0.158657