კატალონიის „ბარსელონამ“ კიკე სეტიენის შემდეგ სპორტული დირექტორიც დაითხოვა და ერიკ აბიდალს პოსტი დაატოვებინა.
ესპანური გუნდი ფრანგს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისა და პოზიტიური მუშაობისთვის. ამასთან, მომავალში წარმატებებს უსურვებს.
აბიდალის გათავისუფლება იმან განაპირობა, რომ სწორედ ის იყო ზამთარში კიკე სეტიენის დანიშვნის ინიციატორი, რამაც გუნდს წარმატება ვერ მოუტანა.
შეგახსენებთ, ერიკ აბიდალი „ბარსელონაში“ სპორტულ დირექტორად 2018 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2007-2013 წლებში ფეხბურთელის რანგში „ბლაუგრანას“ ღირსება 193-ჯერ დაიცვა (2 გოლი).