ესპანურმა „ვალენსიამ“ უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ კლუბი გაკოტრების პირასაა და ფეხბურთელებს ხელფასებს ვეღარ უხდიდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გუნდს 38 მილიონი ევროს სესხი არ აუღია.
„გვინდა გამოვეხმაუროთ ჭორებსა და კომენტარებს, რომელიც გავრცელდა და დაბნეულობის შექმნას ცდილობდნენ. ვაზუსტებთ, რომ კლუბის აქციონერმა ახალი თანხა გადმორიცხა გუნდში, რათა კლუბს დაეხმაროს კორონავირუსით გამოწვეული სერიოზული ეკონომიკური კრიზისის შედეგად შემოსავლების დაცემის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ გასული სეზონი ლა ლიგაში მეცხრე ადგილზე დაასრულა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მესის დასაკერათ ჩავიდა?