ფეხბურთი

16:55 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ჯო ჰარტი დაიმატა

ლონდონის „ტოტონჰემმა“ ინგლისის ნაკრების ექსკიპერი ჯო ჰარტი დაიმატა. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჰარტი „ტოტენჰემს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯო ჰარტს საუკეთესო წლები „მანჩესტერ სიტიში“ აქვს გატარებული, სადაც 348 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ბოლო ორი სეზონი „ბარნლის“ სათადარიგო მეკარე იყო. გარდა ამისა, 33 წლის ინგლისელს „ბლექპულში“, „ბირმინგემსა“ და „ტორინოში“ უთამაშია, ინგლისის ნაკრებში კი 75 თამაში გამართა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109631