ფეხბურთი

15:38 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მეკარე ბრავომ „სიტი“ დატოვა

ჩილელმა მეკარემ, 37 წლის კლაუდიო ბრავომ, „მანჩესტერ სიტი“ დატოვა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური საიტი.

ბრავო „სიტიში“ „ბარსელონადან“ 2016 წელს გადავიდა და ამ წლების განმავლობაში ქალაქელთა მაისურა 61 მატჩში მოირგო.

მეკარე ედერსონი „სიტიში“ 2017-18 წლების სეზონში მივიდა, ბრავოს კონკურენცია მოუგო და ძირითადი მეკარე გახდა, ბრავო კი სათასო მატჩებში ჩნდებოდა მინდორზე. პრემიერლიგაში იშვიათად უწევდა კარის დაცვა.

ჩილეს ნაკრებში კლაუდიოს 2004 წლიდან იწვევენ. 2015 და 2016 წლებში მან თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო.

0.10124