ფეხბურთი

16:00 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ის ახალი სეზონის გახსნის მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩი „მარსელი“ – „სენტ ეტიენი“ გადაიდო. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ლიგა 1-ის ვებგვერდის ცნობით, „მარსელში“ ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ სამი დადებითი პასუხი დააფიქსირა, რაც თამაშის გადადების მიზეზი გახდა.

საინტერესოა, რომ 21 აგვისტოს, 2020-2021 წლების სეზონი სწორედ „ველოდრომზე“ ხსენებული დაპირისპირებით უნდა გახსნილიყო. ახლა კი, შეხვედრა 16 ან 17 სექტემბერს ჩატარდება.

ლიგა 1-ში შესაძლოა პირველი ტურის კიდევ ერთი მატჩი, „ნიმი“ – „ბრესტი“ გადაიდოს, რადგან მასპინძელთა რიგებში კორონავირუსის ორი საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა.

აქვე გეტყვით, რომ „ლიონი“ – „მონპელიე“ და „პარი სენ ჟერმენი“ – „მეცი“ ასევე გადადებულია, მაგრამ ამის მიზეზი არა კორონავირუსი, არამედ „ლიონისა“ და პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობაა.

0.117217