ფეხბურთი

13:20 | 18.08.2020 | ნანახია 0 - ჯერ

ბატშუაიმ კარიერა, შესაძლოა, „ლიდსში“ გააგრძელოს

„ჩელსის“ შემტევი, მიში ბატშუაი, შესაძლოა, „ლიდსში“ გადავიდეს - გვამცნობს Het Laatste Nieuws.

წყაროს მტკიცებით, პრემიერლიგაში დაბრუნებული „ლიდსი“ 26 წლის ბელგიელში „ჩელსის“ 20 მილიონ გირვანქას სთავაზობს.

გასულ სეზონში ბატშუაიმ „ჩელსის“ მაისურით 24 მატჩი გამართა, 6 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ინტერნეტპორტალი Transfermarkt.com ბატშუაის 12,6 მილიონ გირვანქად აფასებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:03 | 30.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნეტა ვის უყურებს ესე გაკვირვებული

01:02 | 30.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ძაან საინტერესო კადრია

0.070145