ჭადრაკი

12:52 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირველად, ჭადრაკის ისტორიაში

პირველად მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში, საერთაშორისო ფედერაციის ‘ფიდე’ ორგანიზებით, 22 ივლისს აიღო სტარტი და 30 აგვისტომდე გასტანს საჭადრაკო ონლაინ-ოლიმპიადა.

ღონისძიება, პოპულარულ საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე: ‘chess.com’ მიმდინარეობს.

ასპარეზობა ფიდეს წევრ 163 ქვეყანას შორის 2 ეტაპადგაიმართება. კონტინენტალურ საჭადრაკო ფედერაციებს აქვს რამდენიმე ქვეყნის ნომინირების შესაძლებლობა, რომლებიც პირდაპირ პირველი ეტაპის უმაღლეს დევიზიონში (19-23 აგვისტო) იასპარეზებენ.

თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 12 მონაწილისგან. შეხვედრები გაიმართება 6 დაფაზე (2 ვაჟი, 2 ქალი, ჭაბუკი, გოგონა).

დროის კონტროლი: 15 წუთი 5 წამის დამატებით.

საქართველოს გუნდი, ევროპის საჭადრაკო კავშირის ნომინირებით ასპარეზობაზე ჩაერთვება პირდაპირ პირველი ეტაპის უმაღლეს დივიზიონში.

დასკვნით ეტაპზე ერთამენთს 16 გუნდი შეეჯიბრება: ოთხი ქვეჯგუფიდან სამი გამარჯვებული + 4 გუნდი ფიდეს ნომინირებით.ფინალური ეტაპი ნოკაუტ-სისტემით გაიმართება.

საქართველოს გუნდის შემადგენლობა:

I დაფა – ბაადურ ჯობავა, ლუკა პაიჭაძე (სათადარიგო)

II დაფა – ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე (სათადარიგო )

III დაფა – ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი (სათადარიგო )

IV დაფა – მერი არაბიძე, ბელა ხოტენაშვილი (სათადარიგო )

V დაფა – ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა (სათადარიგო )

VI დაფა – დიანა ლომაია, ლილე ქორიძე (სათადარიგო )

გუნდის კაპიტანი – საერთაშორისო დიდოსტატი ვალერიანე გაფრინდაშვილი.

gcf.org.ge

0.112545