ფეხბურთი

22:14 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ნახევარფინალში ყოფნა დავიმსახურეთ"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „ლაიფციგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი თამაშის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ არ ვფიქრობთ ისტორიაზე, მაგრამ მხოლოდ აწმყოზე. ვიმსახურებთ აქ ყოფნას და ამიტომაც ვართ ნახევარფინალში, რადგან შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ და ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ეს შედეგი მიგვეღო. ბედნიერები ვართ, რომ აქ ვართ. ვარჯიშებზე დავინახე კონცენტრაცია და ხარისხი, მატჩისთვის მზად ვართ.

„ლაიფციგი“ ძალიან აგრესიული გუნდია, სწრაფი და ნაგელსმანი რამდენიმე ტაქტიკას იყენებს. ჰყავთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ეს იქნება ფიზიკურად რთული თამაში და მზად ვართ“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ლაიფციგის“ მატჩი 18 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.120941