ბელგიური ფეხბურთის ლეგენდამ ვინსენ კომპანიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ „ანდერლეხტის“ ვებგვერდი იტყობინება.
ამასთან, ბელგიელმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და ბრიუსელური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე დაინიშნა. შედეგად, ვინსენი ფეხბურთში მოღვაწეობას ახალ ამპლუაში იწყებს.
კომპანიმ კარიერის ოქროს წლები „მანჩესტერ სიტიში“ გაატარა, სადაც 2008-2019 წლებში ოთხჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა, ასევე ოთხჯერ ინგლისის ლიგის თასი, ხოლო ორ-ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო.
გარდა ამისა, „ანდერლეხტში“ კარიერის საწყის და ბოლო ეტაპზე ითამაშა, ხოლო 2006-2008 წლებში გერმანული „ჰამბურგის“ მაისური ემოსა. ბელგიის ნაკრებში კომპანიმ 89 თამაშში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.