ფეხბურთი

16:40 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა"

ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის 2019-2020 წლების საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო ჩაიბარა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხმა მისცა.

„მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც ხმა მომცა. მადლობა „რუბინს“, მადლობა გუნდს. ყაზან, მიყვარხარ. ჩვენ „რუბინი“ ვართ და გაჩერება არ შეიძლება“, - წერს სოციალურ ქსელში კვარაცხელია.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ქართველმა შემტევმა 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი მიითვალა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. მიმდინარე სეზონში კი მინდორზე ორჯერ გავიდა.

0.117595