ჩოგბურთი

4:34 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კენტუკის ტურნირზე ბრეიდიმ გაიმარჯვა

ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდის გამარჯვებით დასრულდა შტატ კენტუკის ქალაქ ლექსინგტონში გამართული ტურნირი ტოპ სიდ ოუპენი, რომლის ფინალშიც მან ორ სეტში, 6-3 6-4 მოუგო შვეიცარიელ ჯილ ტაიხმანს. ეს WTA-ს პირეველი ტურნირია, რომელიც პანდემიური წყვეტის შემდგ შეერთებულ შტატებში ჩატარდა.

შეხვედრის პირველ სეტში, შვეიცარიელს მეტოქის მოწოდებაზე ბრეიკის შანსი ოთხჯერ ჰქონდა, მაგრამ ბრეიდიმ ყველა მოიგერია და სერის მოსაგებად, მეტოქის ერთი გეიმის მოგება იმყოფინა. მეორე სეტში ამერიკელმა თავის მოწოდებაზე თამაში გააუმჯობესა - პირველი ცდით გათამაშების 80 პროცენტი მოიგო. მეტოქის მოწოდებაზე კი ისევ ერთხელ იმარჯვა და მოგებაც არ გასჭირვებია.

„სანამ კორტზე შევაბიჯებდი გავიფიქრე, ყველაფერი კარგადაა, უნდა მჯეროდეს, რომ ამას მოვიგებ, ისე რა აზრი ჰქონდა აქ გამოსვლას“, - ყვება ბრეიდი, ვისაც მთელ ტურნირზე ერთი სეტიც არ დაუთმია.

0.116676