კატალონიის „ბარსელონაში“ არამარტო მენეჯმენტში, არამედ შემადგენლობაშიც იგეგმება ძირეული ცვლილებები. As-ის ინფორმაციით, კლუბი ტრანსფერზე ექვს ფეხბურთელს დააყენებს.
კატალონელები უკმაყოფილონი არიან არტურო ვიდალის, ჟუნიორ ფირპოს, მარტინ ბრაითვაითის, ივან რაკიტიჩის, სამუელ უმტიტისა და უსმან დემბელეს თამაშით და შესაბამისად, ტრანსფერზე ამ მოთამაშეებს დააყენებს.
გარდა ამისა, კატალონურმა გრანდმა არტურ მელო „იუვენტუსში“ უკვე გაასხვისა, სანაცვლოდ კი მირალემ პიანიჩი მიიღო.
შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას „ბაიერნთან“ (2:8) სამარცხვინო მარცხით გამოეთიშა და ბოლო 12 წელიწადში პირველად სეზონი უტიტულოდ დაასრულა. საინტერესოა, რომ „ბლაუგრანამ“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ტრიუმფის (2015 წელი) შემდეგ ტრანსფერებში მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.