ფეხბურთი

17:44 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერი გადაწყდა: კავანი "არწივებისთვის" გაიტანს

ლისაბონის „ბენფიკამ“ ედინსონ კავანის ტრანსფერი შეთანახმა და დღეს ურუგვაელი კონტრაქტსაც გააფორმებს. ამის შესახებ As-ი იტყობინება.

როგორც ესპანური მედია წერს, სამხრეთამერიკელი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას დღის ბოლომდე ვარაუდობენ.

კავანი ლისაბონელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან პსჟ უკვე დატოვა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა. ურუგვაელს ფრანგული გუნდის გარდა იტალიაში, „პალერმოსა“ და „ნაპოლის“ ღირსება დაუცავს.

აქვე გეტყვით, რომ „ბენფიკამ“ ორი დღის წინ ლუკა ვალდშმიდტი, ევერტონი და იან ვერტონგენი დაიმატა.

0.115741