ინგლისის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კევინ დე ბრუინი დაასახელეს. ბელგიელმა კლუბების კაპიტნებისა და საფეხბურთო ექპერტების გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
კევინმა სადიო მანეს, ნიკ პოუპს, ჯეიმი ვარდის, ტრენ-ალექსანდერ არნოლდს, დენი ინგსა და ჯორდან ჰენდერსონს აჯობა. დე ბრუინი მესამე ბელგიელმა ვინსენ კომპანისა (2012) და ედენ აზარის (2015) შემდეგ, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა.
გასულ სეზონში „სიტის“ შემტევმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 13 გოლის გატანა და 20 საგოლე პასის შესრულება მოახერხა, რითაც ტიერი ანრის (20 საგოლე პასი 2002-2003 წლების სეზონში) დამყარებული რეკორდი გაიმეორა.