ფეხბურთი

11:59 | 16.08.2020 | ნანახია 2523 - ჯერ

გვარდიოლა: "ჩავის, მესის და ინიესტას წყალობით ვიგებდი? აბსოლუტურად გეთანხმებით"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ბარსელონაში“ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და განაცხადა, ეს ფეხბურთელების დამსახურება იყო.

კერძოდ, პეპს ჰკითხეს, იყო თუ არა, კატალონურ გრანდში წარმატებით მუშაობის მთავარი მიზეზი ის, რომ გუნდში ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ჰყავდა... ესპანელის განცხადებით, ასე იყო.

„აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, როდესაც „ბარსელონაში“ ვიყავი, ყოველთვის ვამბობდი, რომ გამარჯვება ამ წარმოუდგენელი ფეხბურთელების დამსახურება იყო. თუმცა მიუნხენშიც მქონდა წარმატებები, მანჩესტერშიც მაქვს, მაგრამ „ბარსელონაში“ გამიმართლა, ვეთანხმები ამ მოსაზრებას“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2011 წელს მოიგო, მას შემდეგ პეპის მაქსიმუმი ნახევარფინალია, რომელსაც ბოლოს 2016 წელს უწია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:38 | 16.08.2020
lagashi (6738)

მეც გეთანხმები დიდი ხნის წინ ვთქვი ეს მაგრამ ვის უნდოდა დაჯერება?! კი, სერიოზული მწვრთნელია მაგრამ მისი კატალონიური წარმატებები მესის და კიდევ ორი კაცის ეპოქალური შემოქმედება იყო

13:55 | 16.08.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მილიარდს რო ხარჯავ და ლიგის ნახევრფილანს ვერ დებ რავიცი თან თან 4ივე შემთხვევასი ფავორიტი იყო ლიბერპულთანაც კი. ან რა შემადგენლობა დააყენა როდრი გუნდოგანი ფერნანდინიო აქამდე როდის ყავდა ცენტრში ერთად რავიცი ყბეა რეალი გააგდო და ლიონთან გავარდა. ლიონს ბაიერნი დამთავრებს მარტივად

13:03 | 16.08.2020
bavaria-munchen5 shen dedas sheveci (141)

kai gacherdi barcasac da baiernsac shen aswavle fexburtis tamashi da mere sitis

14:15 | 16.08.2020
mjgiri (8951)

ბაიერნი ამის მისვლამდე 3ჯერ იყო ფინალში 4 წლის მანძილზე.

12:31 | 16.08.2020
FC.BAYERN+GERMANY (10046)

შენზე ვინც მწვრთნელი ლიცენზია გასცა იმას მ......ან :
ძალად გამომგონებელი

14:10 | 16.08.2020
welder (1068)

ღადაობ?

0.121611