სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:45 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: "სხვა წელი და იგივე ამბავი"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა მისი გუნდის „ლიონთან“ მარცხი შემდეგ (1:3) შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს.

„სხვა წელი და იგივე ამბავი. პირველი ტაიმი კარგი იყო, მეორე ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ, გვათანაბრებთ და რამდენიმე შანსი გვქონდა. შემდეგ იყო 1:2, 1:3... ეს გუნდი შესანიშნავია, აგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით.

მეორე ნახევარში მეტოქეზე ზეწოლას ვახდენდით, უფრო შემტევები ვიყავით. 2:1-ზე კი გვქონდა საგოლე შანსი (სტერლინგის მომენტი), 2:2 უნდა გამხდარიყო, მაგრამ 1:3 გახდა და თამაში დასრულდა. „ლიონს“ ბევრი მომენტი ნამდვილად არ ჰქონია“, - თქვა დე ბრუინმა.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ სამი წელია ასპარეზობას მეოთხედფინალში ასრულეს. საერთოდაც, მას შემდეგ, რაც „ქალაქელებში“ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, მაქსიმუმი ნახევარფინალი გამოდგა, ისიც ერთადერთხელ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116826